
მეფეთა ა 20:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.
მეფეთა ა 20:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:11 კონტექსტში
20:9თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.
20:10უთხრა დავითმა იონათანს: ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა.
20:11უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.
20:12უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,
20:13ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში