
მეფეთა ა 20:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა დავითმა იონათანს: ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა.
მეფეთა ა 20:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:10 კონტექსტში
20:8მიყავი სიკეთე შენს მორჩილს, რაკი საუფლო აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან.
20:9თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.
20:10უთხრა დავითმა იონათანს: ვინ შემატყობინებს, მკაცრი პასუხი თუ გაგცა მამაშენმა.
20:11უთხრა იონათანმა დავითს: წამო, მინდორში გავიდეთ. და გავიდნენ ორთავენი მინდორში.
20:12უთხრა იონათანმა დავითს: უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს გავიგებ მამაჩემისგან, კეთილი თვალით უყურებს თუ არა დავითს. ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:10
- იგავესნი 18:23ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
- მეფეთა ა 25:14ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.
- შესაქმე 42:30მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია.
- შესაქმე 42:7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად.
- მეფეთა ა 20:30განურისხდა საული იონათანს და უთხრა: შე ურჩო და უკუღმართო! განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ვაჟს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად.
- მეფეთა ა 20:34ადგა იონათანი სუფრიდან, რისხვამორეული. არ უჭამია პური ახალმთავრობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ გალანძღა იგი მამამისმა.
- მეფეთა ა 25:17არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.
- მეფეთა ა 25:10ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში