
მეფეთა ა 20:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაჯდა მეფე თავის საჯდომზე ჩვეულებისამებრ, კედელთან მდგარ საჯდომზე; იონათანი კი ადგა და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
მეფეთა ა 20:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:25 კონტექსტში
20:23იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენ შორის უკუნისამდე.
20:24დაიმალა დავითი მინდორში. დადგა ახალმთავრობის დღე და დაჯდა პურობად მეფე.
20:25დაჯდა მეფე თავის საჯდომზე ჩვეულებისამებრ, კედელთან მდგარ საჯდომზე; იონათანი კი ადგა და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
20:26არაფერი უთქვამს საულს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო; განუწმედელი იქნება, არ განწმედილაო ალბათ.
20:27ახალმთავრობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე, არც გუშინ და არც დღეს?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:25
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში