
მეფეთა ა 20:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენ შორის უკუნისამდე.
მეფეთა ა 20:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:23 კონტექსტში
20:21მერე ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს, აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს. არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები.
20:22თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით არის ისრები-მეთქი, წადი, რადგან გაუშვიხარ უფალს.
20:23იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენ შორის უკუნისამდე.
20:24დაიმალა დავითი მინდორში. დადგა ახალმთავრობის დღე და დაჯდა პურობად მეფე.
20:25დაჯდა მეფე თავის საჯდომზე ჩვეულებისამებრ, კედელთან მდგარ საჯდომზე; იონათანი კი ადგა და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:23
- მეფეთა ა 20:42უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!
- მეფეთა ა 20:14თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისთვის. თუ მოვკვდი,
- მეფეთა ა 20:15ნურასოდეს მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს მიწის პირისგან.
- შესაქმე 31:50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.
- შესაქმე 16:5მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში