
მეფეთა ა 20:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, ქალაქში წაიღე!
მეფეთა ა 20:40 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:40 კონტექსტში
20:38კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ? მოაგროვა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
20:39თავად ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო გასაგები ეს ამბავი.
20:40მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, ქალაქში წაიღე!
20:41ყმაწვილი წავიდა. ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანისცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტს ტიროდა.
20:42უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის უკუნისამდე!
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში