
მეფეთა ა 20:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ? მოაგროვა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
მეფეთა ა 20:38 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:38 კონტექსტში
20:36უთხრა ყმაწვილს: გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი. გაიქცა ყმაწვილი ისროლა იონათანმა ისრები და ყმაწვილს გადააცილა.
20:37მივიდა ყმაწვილი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები და მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: შენს იქით ხომ არ არისო ისრები?
20:38კიდევ მიაძახა იონათანმა ყმაწვილს: ჩქარა დაბრუნდი, რას უდგეხარ? მოაგროვა იონათანის ყმაწვილმა ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
20:39თავად ყმაწვილი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო გასაგები ეს ამბავი.
20:40მისცა იონათანმა ყმაწვილს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: წადი, ქალაქში წაიღე!
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:38
- ლუკას სახარება 17:31იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან.
- ლუკას სახარება 17:32გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
- მათეს სახარება 24:16მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.
- მათეს სახარება 24:18ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.
- მარკოზის სახარება 13:14როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
- მარკოზის სახარება 13:16მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.
- ფსალმუნები 55:6და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.
- ფსალმუნები 55:9მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში