
მეფეთა ა 22:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემ წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
მეფეთა ა 22:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 22:12 კონტექსტში
22:10დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, ნობში რაც იყო, და მივიდნენ მეფესთან ყველანი.
22:11უთხრა საულმა: ყური მიგდე, ახიტუბის ძევ! მიუგო: გისმენ, ჩემო ბატონო.
22:12უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემ წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
22:13მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: ვინ არის დავითივით ერთგული შენს მორჩილთა შორის? მეფის სიძე, შენი მორჩილი და შენს სახლში პატივდებული:
22:14ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელ სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 22:12
- ესაია 65:1მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.
- მეფეთა ა 22:7ყველანი რომ შეითქვით ჩემ წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
- მეფეთა ბ 9:6მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი!
- მეფეთა ა 22:13მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: ვინ არის დავითივით ერთგული შენს მორჩილთა შორის? მეფის სიძე, შენი მორჩილი და შენს სახლში პატივდებული:
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში