
მეფეთა ა 23:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
მეფეთა ა 23:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 23:16 კონტექსტში
23:14დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა ზიფის უდაბნოში, ხორშაში.
23:15ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ხორშაში, და გაამხნევა ღვთის სახელით.
23:16უთხრა: ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები. მამაჩემმა საულმაც კი იცის ეს.
23:17შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა.
23:18მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 23:16
- ესაია 35:3გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ!
- ესაია 35:4უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
- ებრაელთა მიმართ 12:12მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.
- ებრაელთა მიმართ 12:13მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.
- იობი 4:3შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი,
- იობი 4:4წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:1მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
- ეფესელთა მიმართ 6:10და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 23
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში