
მეფეთა ა 26:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმამაცისა და ერთგულების წილ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი.
მეფეთა ა 26:22 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 26:22 კონტექსტში
26:20თქვა საულმა: შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, მეტს აღარ გიბოროტებ, რადგან არ გაიმეტე დღეს ჩემი სიცოცხლე. მე კი უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი.
26:21მიუგო დავითმა და უთხრა: აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე მსახურთაგანი და წაიღოს.
26:22უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმამაცისა და ერთგულების წილ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი.
26:23აჰა, როგორც არ მემეტებოდა დღეს შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისაგან.
26:24უთხრა საულმა დავითს: კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 26
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში