
მეფეთა ა 26:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა საულმა დავითს: კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას.
მეფეთა ა 26:24 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 26:24 კონტექსტში
26:22უფალმა მიუზღოს ყველას მისი სიმამაცისა და ერთგულების წილ. დღეს მომცა შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე, უფლის ცხებულზე აღმემართა ხელი.
26:23აჰა, როგორც არ მემეტებოდა დღეს შენი სიცოცხლე, ასევე არ გაიმეტოს უფალმა ჩემი სიცოცხლე და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისაგან.
26:24უთხრა საულმა დავითს: კურთხეული იყავი, შვილო დავით! კიდევაც აღასრულებ აღსასრულებელს, კიდევაც შესძლებ შესაძლებელს. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის ადგილას.
26:25თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 26:24
- მათეს სახარება 5:7ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
- კორინთელთა მიმართ ბ 1:9მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;
- კორინთელთა მიმართ ბ 1:10სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;
- მოციქულთა საქმენი 14:22ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
- ფსალმუნები 54:7რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:2რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა.
- მათეს სახარება 7:2ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
- გამოცხადება 7:14მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 26
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში