
მეფეთა ა 26:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული.
მეფეთა ა 26:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 26:3 კონტექსტში
26:1ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელიანითურთ ზიფის უდაბნოსკენ გაემართა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში.
26:2დადგა საული ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას; ხოლო დავითი უდაბნოში იყო და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში.
26:3გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული.
26:4ადგა დავითი და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო გაჩერებული. დაინახა დავითმა ის ადგილი. სადაც ეძინათ საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს. საული შუაგულ ბანაკში იწვა, ხოლო ხალხი მის ირგვლივ იყო განლაგებული.
26:5მიუბრუნდა დავითი ახიმელექ ხეთელს, და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და უთხრა: ვინ წამომყვება საულთან მის ბანაკში? უთხრა აბიშაიმ: მე წამოგყვები.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 26:3
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 26
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში