
მეფეთა ა 23:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.
მეფეთა ა 23:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 23:19 კონტექსტში
23:17შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ხორშაში, ხოლო იონათანი შინ დაბრუნდა.
23:18მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ხორშაში, ხაქიელის გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
23:19ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს ჩავუგდოთ იგი ხელში.
23:20თქვა საულმა: უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!
23:21წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 23:19
- მეფეთა ა 26:1ადგა საული და სამი ათასი რჩეული ისრაელიანითურთ ზიფის უდაბნოსკენ გაემართა, რათა მოეძებნა დავითი ზიფის უდაბნოში.
- მეფეთა ა 26:3გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად მოსული იყო საული.
- ფსალმუნები 54:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება. ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე.
- ფსალმუნები 54:7რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
- მეფეთა ა 22:7ყველანი რომ შეითქვით ჩემ წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
- მეფეთა ა 22:8მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
- იგავესნი 29:12როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 23
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში