
მეფეთა ა 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ.
მეფეთა ა 3:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 3:4 კონტექსტში
3:2ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა (თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა),
3:3ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის ტაძარში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.
3:4დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ.
3:5გაიქცა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი. ისიც წავიდა და დაწვა.
3:6კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: - აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 3:4
- შესაქმე 22:1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
- ესაია 6:8მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე.
- კორინთელთა მიმართ ა 12:6სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.
- კორინთელთა მიმართ ა 12:11ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს.
- გამოსვლა 3:4დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
- ფსალმუნები 99:6მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
- კორინთელთა მიმართ ა 12:28რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.
- მოციქულთა საქმენი 9:4მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში