
გამოსვლა 3:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
გამოსვლა 3:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
გამოსვლა 3:4 კონტექსტში
3:2გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3:3თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი.
3:4დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
3:5უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.
3:6უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 3:4
- მეორე სთვლისაება 33:16მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე.
- მეფეთა ა 3:4დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ.
- შესაქმე 22:1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
- მოციქულთა საქმენი 9:4მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
- მეფეთა ა 3:8მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს.
- შესაქმე 46:2უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
- შესაქმე 22:11მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.
- მეფეთა ა 3:6კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: - აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 3
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში