
მეფეთა ა 3:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს.
მეფეთა ა 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 3:8 კონტექსტში
3:6კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: - აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.
3:7ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა.
3:8მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს.
3:9უთხრა ელიმ სამუელს: წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.
3:10მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: სამუელ, სამუელ! უთხრა სამუელმა: ბრძანე, რადგან გისმენს შენი მორჩილი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 3:8
- იობი 33:14ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.
- იობი 33:15სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
- კორინთელთა მიმართ ა 13:11როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
- კორინთელთა მიმართ ა 13:12რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში