
იობი 33:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
იობი 33:15 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:15 კონტექსტში
33:13რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
33:14ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.
33:15სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
33:16მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,
33:17რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;
პარალელური ადგილები: იობი 33:15
- რიცხვთა 12:6თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.
- იობი 4:13ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
- შესაქმე 31:24გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი.
- დანიელი 4:5ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე.
- შესაქმე 20:3მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.
- იერემია 23:28წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.
- დანიელი 8:18ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა.
- შესაქმე 15:12მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში