
მეფეთა ა 5:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.
მეფეთა ა 5:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 5:8 კონტექსტში
5:6დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელ აშდოდს და მის სანახებს.
5:7ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.
5:8შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.
5:9მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.
5:10გაგზავნეს ღვთის კიდობანი ასკალონს; როცა მივიდა ასკალონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ასკალონელები მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხი!
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 5:8
- მეფეთა ა 17:4გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.
- მეფეთა ა 5:11შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელ ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.
- ზაქარია 12:3დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
- ამოსი 6:2მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 5
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში