
მეფეთა ა 6:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასეც მოიქცა ხალხი: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
მეფეთა ა 6:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 6:10 კონტექსტში
6:8აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს.
6:9თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.
6:10ასეც მოიქცა ხალხი: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
6:11ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრების გამოსახულებებით.
6:12პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ ფურები. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ზმუოდნენ, არც მარჯვნივ გადაუხვევიათ, არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მისდევდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში