გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 6:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 6:9

თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.

მეფეთა ა 6:9 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 6:9 კონტექსტში

6:7ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური და შეაბით ფურები ურემში, ხბორები კი მოაცილეთ და სახლში გაგზავნეთ.

6:8აიღეთ უფლის კიდობანი და ურემზე შედგით. სკივრში ოქროს ნივთები ჩააწყეთ, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით, და წავიდეს.

6:9თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.

6:10ასეც მოიქცა ხალხი: გამოარჩიეს ორი მეწველი ფური და ურემში შეაბეს; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.

6:11ურემზე შედგეს უფლის კიდობანი და სკივრი ოქროს თაგვებითა და თავიანთი ბუგრების გამოსახულებებით.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 6:9

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 6

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში