
ფსალმუნი 132:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
ფსალმუნი 132:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 132:6 კონტექსტში
132:4თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,
132:5ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.
132:6აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
132:7მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
132:8აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 132:6
- მეფეთა ა 7:1მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად.
- მეფეთა ა 17:12დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული.
- მიქა 5:2შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
- შესაქმე 35:19მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
- ნეშტთა შორისა ა 13:5შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
- ნეშტთა შორისა ა 13:6ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
- რუთი 1:2კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 132
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 132 · გახსენი ბიბლიის მკითხველში