გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 7:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 7:11

გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთქორის მახლობლად.

მეფეთა ა 7:11 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 7:11 კონტექსტში

7:9აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.

7:10როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

7:11გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთქორის მახლობლად.

7:12აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა).

7:13დასცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შემოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 7

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში