
მეფეთა ა 7:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.
მეფეთა ა 7:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 7:9 კონტექსტში
7:7შეიტყვეს ფილისტიმელებმა, მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელიანები, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელიანებმა და შეუშინდნენ ფილისტიმელებს.
7:8უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან.
7:9აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.
7:10როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.
7:11გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთქორის მახლობლად.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 7:9
- იერემია 15:1მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემ წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.
- ფსალმუნები 99:6მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
- მეფეთა ა 7:17ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
- მეფეთა ა 16:2თქვა სამუელმა: როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს. უთხრა უფალმა: წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.
- იაკობის ეპისტოლე 5:16ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
- მეფეთა ა 9:12მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე.
- მეფეთა ა 10:8ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში