
მეფეთა ა 7:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.
მეფეთა ა 7:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 7:15 კონტექსტში
7:13დასცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შემოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში.
7:14დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები, ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. ისრაელსა და ამორეველთა შორის ზავი იყო.
7:15ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.
7:16დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყეელა ამ ადგილში.
7:17ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 7:15
- მეფეთა ა 7:6შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.
- მსაჯულნი 2:16დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.
- მოციქულთა საქმენი 13:20შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის განმავლობაში აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
- მოციქულთა საქმენი 13:21მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.
- მეფეთა ა 12:11მოავლინა უფალმა იერობაალი, ბადანი, იფთახი და სამუელი; ისინი გიფარავდნენ გარეშემო მტრებისგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
- მეფეთა ა 25:1იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა.
- მსაჯულნი 3:10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
- მსაჯულნი 3:11დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში