
მეფეთა ა 9:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდათ წყალზე მიმავალი გოგონები და ჰკითხეს: არის აქ სადმე მისანი?
მეფეთა ა 9:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 9:11 კონტექსტში
9:9უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთან (რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა).
9:10უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.
9:11აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდათ წყალზე მიმავალი გოგონები და ჰკითხეს: არის აქ სადმე მისანი?
9:12მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე.
9:13როგორც კი ქალაქში შეხვალთ, მაშინვე მოძებნეთ იგი, ვიდრე ბორცვზე არ ასულა პურის საჭმელად, რადგან ხალხი მის მისვლამდე არაფერს შეჭამს. მან უნდა აკურთხოს საკლავი, მხოლოდ ამის მერე დაიწყებენ ჭამას მიწვეულები. აბა, წადით, რადგან სწორედ ამ დროს შეგეძლებათ მისი ნახვა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 9:11
- შესაქმე 24:11ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
- გამოსვლა 2:16შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად.
- შესაქმე 24:18უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.
- შესაქმე 24:20უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.
- მსაჯულნი 5:11იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი!
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში