გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 9:17

დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.

მეფეთა ა 9:17 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 9:17 კონტექსტში

9:15საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხადებინა უფალს სამუელისთვის.

9:16ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.

9:17დაინახა სამუელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.

9:18შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: მასწავლე, სად არის აქ მისანის სახლი.

9:19მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 9:17

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში