
ნეემია 13:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო.
ნეემია 13:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 13:19 კონტექსტში
13:17გავკიცხე იუდას წარჩინებულნი და ვუთხარი: რად სჩადიხართ ამ ბოროტ საქმეს, რატომ ბილწავთ შაბათ დღეს?
13:18განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა, განა ამის გამო არ იყო, რომ ჩვენმა ღმერთმა ასეთი უბედურება მოავლინა ჩვენზე და ამ ქალაქზე? თქვენ კი შაბათის წაბილწვით უმატებთ ღვთის რისხვას ისრაელზე!
13:19შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო.
13:20სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე.
13:21ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.
პარალელური ადგილები: ნეემია 13:19
- ლევიანი 23:32უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი.
- გამოსვლა 31:14დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- გამოსვლა 31:17ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
- იერემია 17:19ასე მითხრა უფალმა: წადი და დადექი საერთო კარიბჭესთან, რომლითაც შემოდიან და გადიან იუდას მეფეები, და იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,
- იერემია 17:22ნუ გამოიტანთ ტვირთს სახლიდან შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. იუქმეთ შაბათი დღე, როგორც თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა ნაბრძანები,
- ნეემია 7:3ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.
- ლევიანი 23:22როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 13
სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში