
მეფეთა ა 9:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა სამუელმა მზარეულს: მომეცი ნაჭერი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი.
მეფეთა ა 9:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 9:23 კონტექსტში
9:21მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?
9:22წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა.
9:23უთხრა სამუელმა მზარეულს: მომეცი ნაჭერი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი.
9:24გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისთვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე. პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად.
9:25ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 9:23
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში