გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 9:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 9:25

ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს.

მეფეთა ა 9:25 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 9:25 კონტექსტში

9:23უთხრა სამუელმა მზარეულს: მომეცი ნაჭერი, რომელიც მოგაბარე და გითხარი, დაიტოვე-მეთქი.

9:24გამოიტანა მზარეულმა მთელი ბეჭი და წინ დაუდო საულს. უთხრა სამუელმა: ეს არის, რაც მორჩა. წინ დაიდე და ჭამე, რადგან იმ დროისთვის გადაგინახე, როცა ხალხის მოწვევა განვიზრახე. პურობდა საული იმ დღეს სამუელთან ერთად.

9:25ჩამოვიდნენ ბორცვიდან ქალაქში და სახლის ბანზე ელაპარაკა საულს.

9:26ადგნენ დილაადრიანად. განთიადისას დაუძახა სამუელმა საულს ბანზე და უთხრა: ადექი, უნდა გაგისტუმრო. ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამუელი, გარეთ.

9:27როცა ქალაქის ბოლოზე ჩავიდნენ, სამუელმა უთხრა საულს: უბრძანე, ჩვენს წინ იაროს მსახურმა (ისიც წავიდა წინ); შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 9:25

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში