გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 9:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 9:8

კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.

მეფეთა ა 9:8 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 9:8 კონტექსტში

9:6მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.

9:7უთხრა საულმა თავის მსახურს: კარგი, წავიდეთ, მაგრამ რა მივუტანოთ იმ კაცს? გუდაში პური აღარა გვაქვს, არც საჩუქარი გვაქვს რამე, ღვთის კაცს რომ მივუტანოთ. რა გვაქვს თან?

9:8კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.

9:9უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთან (რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა).

9:10უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში