გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

თესალონიკელთა მიმართ ა 5:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

თესალონიკელთა მიმართ ა 5:13

გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.

თესალონიკელთა მიმართ ა 5:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 3 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-24 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ა 5:13

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ხედავ, როგორ იცნობდა იგი ცხოვრებისეულ საზრუნავებს? უბრალოდ კი არ ამბობს: გიყვარდეთო, არამედ: ‘უმეტესად’, როგორც შვილები მშობლებს. Მათ მიერ იშვით საუკუნო შობით, მათ მიერ მიიღეთ სასუფეველი, მათი ხელით აღესრულება ყოველი, მათი მეშვეობით იღება თქვენთვის ცათა სასუფევლის ბჭენი. ნურავინ ეურჩება, ნურავინ ეწინააღმდეგება! ვისაც უყვარს ქრისტე, შეიყვარებს მღვდელსაც, როგორიც არ უნდა იყოს იგი, რადგან მისი მეშვეობით ეზიარა საშინელ საიდუმლოებებს.”

    მთელი განმარტება

    ხედავ, როგორ იცნობდა იგი ცხოვრებისეულ საზრუნავებს? უბრალოდ კი არ ამბობს: გიყვარდეთო, არამედ: “უმეტესად”, როგორც შვილები მშობლებს. Მათ მიერ იშვით საუკუნო შობით, მათ მიერ მიიღეთ სასუფეველი, მათი ხელით აღესრულება ყოველი, მათი მეშვეობით იღება თქვენთვის ცათა სასუფევლის ბჭენი. ნურავინ ეურჩება, ნურავინ ეწინააღმდეგება! ვისაც უყვარს ქრისტე, შეიყვარებს მღვდელსაც, როგორიც არ უნდა იყოს იგი, რადგან მისი მეშვეობით ეზიარა საშინელ საიდუმლოებებს.

    მითხარი, თუკი მოისურვებდი მეფის პალატების ხილვას, ოქროთი გაბრწყინებულს და ძვირფასი თვლებით მოელვარეს. Იპოვიდი ადამიანს, რომელსაც მათი გასაღები ექნებოდა და იგი, შენი თხოვნით, მაშინვე გაგიღებდა მათ და შეგებდა შიგნით, განა მას ყველას არ არჩევდი? თვალებივით არ შეიყვარებდი მას? არ აკოცებდი? ხოლო ამან (მღვდელმა) ცა გაგიღო და შენ არ გიყვარს იგი და არ ეხვევი? თუკი გყავს მეუღლე, განა ყველაზე მეტად ის არ გიყვარს, ვინც მოგმადლა იგი? ასევე, თუ გიყვარს ქრისტე, თუ გიყვარს ცათა სასუფეველი, პატივი ეცი მათ, ვის მიერაც მიიღე იგი! ნუთუ შეიძლება სხვაგვარად?

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

თესალონიკელთა მიმართ ა 5:13 კონტექსტში

5:11ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც.

5:12გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენ შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი;

5:13გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.

5:14ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.

5:15თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.

პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ა 5:13

განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ა 5

სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში