გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

თესალონიკელთა მიმართ ა 5:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

თესალონიკელთა მიმართ ა 5:4

მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.

თესალონიკელთა მიმართ ა 5:4 · საქართველოს საპატრიარქო

მოკლე პასუხი

(1 თეს. 5:1). აქ იგი დროის უცნობელობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ მასთან დაკავშირებულ უბედურებაზე. უკანასკნელი დღე მათ უბედურებად არ მოევლინება. მათთვის იგი მოულოდნელად დადგება, მაგრამ არავითარ მწუხარებას არ მოუტანს.

იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე

ეკლესიაში საკითხავი: 2 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 24 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ა 5:4

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აქ მოციქული ბნელ და უწმინდურ ცხოვრებაზე საუბრობს. ბიწიერი და ბოროტი ადამიანები ხომ ყველაფერს ღამით აკეთებენ, ყველასაგან იფარებიან და წყვდიადით იმოსებიან. მითხარით, განა მრუში საღამოს არ ელოდება? ქურდი, ღამეს? სამარხების მძარცველი თავის ბოროტ საქმეს ღამით ხომ არ ასრულებს? მაშ, როგორ? ნუთუ მათთვის უკანასკნელი დღე ისევე მოულოდნელად მოვა, როგორც ქურდი? ნუთუ წინასწარ შეიტყობენ მის შესახებ?”

    მთელი განმარტება

    აქ მოციქული ბნელ და უწმინდურ ცხოვრებაზე საუბრობს. ბიწიერი და ბოროტი ადამიანები ხომ ყველაფერს ღამით აკეთებენ, ყველასაგან იფარებიან და წყვდიადით იმოსებიან. მითხარით, განა მრუში საღამოს არ ელოდება? ქურდი, ღამეს? სამარხების მძარცველი თავის ბოროტ საქმეს ღამით ხომ არ ასრულებს? მაშ, როგორ? ნუთუ მათთვის უკანასკნელი დღე ისევე მოულოდნელად მოვა, როგორც ქურდი? ნუთუ წინასწარ შეიტყობენ მის შესახებ?

    მაშ, რატომ ამბობს მოციქული: “არა გაქვთ საჭიროება, რომ მოგწეროთ”? (1 თეს. 5:1). აქ იგი დროის უცნობელობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ მასთან დაკავშირებულ უბედურებაზე. უკანასკნელი დღე მათ უბედურებად არ მოევლინება. მათთვის იგი მოულოდნელად დადგება, მაგრამ არავითარ მწუხარებას არ მოუტანს.

    “უფლის დღე ისე მოვა, როგორც ღამით ქურდი”, ამბობს პავლე მოციქული. როგორც ქურდი ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ფხიზლად მყოფ და სინათლეში მოსიარულე ადამიანს, თუნდაც შეძლოს მასთან შეპარვა, ასევეა ის დღეც, ღირსეულად მცხოვრებთათვის. ხოლო მათ, ვინც კვლავ ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე ამყარებს იმედებს, ყველაფერს წაართმევს.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

თესალონიკელთა მიმართ ა 5:4 კონტექსტში

5:2რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.

5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.

5:4მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.

5:5რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.

5:6მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.

პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ა 5:4

განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ა 5

სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში