გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ტიმოთეს მიმართ ა 1:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

ტიმოთეს მიმართ ა 1:8

ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.

ტიმოთეს მიმართ ა 1:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 14 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 1:8

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “უგულებელყო რა მათი ცრუ სწავლებანი, რომელთაც არავითარი ფასი არ გააჩნდათ, გარდა იმისა, რომ სულიერი საგნების ჩრდილად და სახედ გვევლინებოდნენ, პავლე მოციქული გაცილებით სასიამოვნო საკითხზე გადადის. რაზე? იგი აქებს რჯულს და მას ათ მცნებას უწოდებს. ამასთან, გამორიცხავს პირველ, ანუ საღვთო მცნებებს, რადგან თუკი ეს უკანასკნელი, ზნეობრივი მცნებებიც კი სჯიან დამნაშავეებს და ჩვენთვის უსარგებლოა, მით უფრო უსარგებლოა პირველი, საღვთო მცნებები.”

    მთელი განმარტება

    უგულებელყო რა მათი ცრუ სწავლებანი, რომელთაც არავითარი ფასი არ გააჩნდათ, გარდა იმისა, რომ სულიერი საგნების ჩრდილად და სახედ გვევლინებოდნენ, პავლე მოციქული გაცილებით სასიამოვნო საკითხზე გადადის. რაზე? იგი აქებს რჯულს და მას ათ მცნებას უწოდებს. ამასთან, გამორიცხავს პირველ, ანუ საღვთო მცნებებს, რადგან თუკი ეს უკანასკნელი, ზნეობრივი მცნებებიც კი სჯიან დამნაშავეებს და ჩვენთვის უსარგებლოა, მით უფრო უსარგებლოა პირველი, საღვთო მცნებები.

    “ხოლო ვიცით, ამბობს პავლე, რომ კეთილია რჯული, თუკი ვინმე კანონიერად იყენებს მას და იცის, რომ მართლისათვის რჯული დადგენილი არ არის” (1 ტიმ. 1:8-9).

    გამოდის, რომ რჯული კეთილიცაა და არა კეთილიც? როგორ შეიძლება ეს, იკითხავთ თქვენ. ნუთუ რჯული ცუდი ხდება იმის გამო, რომ ვინმე მას სათანადოდ არ ასრულებს? არა, რჯული კვლავ კეთილია, მაგრამ პავლეს სიტყვებს სხვა მნიშვნელობა აქვს: თუკი ვინმე რჯულს საქმით აღასრულებს, აი, მაშინ არის მისი გამოყენება კანონიერი. ხოლო როდესაც რჯულს მხოლოდ სიტყვით განმარტავენ, საქმით კი არღვევენ, ეს ნიშნავს, რომ მას არასათანადოდ ასრულებენ. ასეთ შემთხვევაშიც კი რჯული სრულდება, მაგრამ არა საკუთარი სარგებლისათვის.

    თუმცა, ამ საკითხზე სხვა რამეც შეიძლება ითქვას. კერძოდ, ის, რომ თუკი რჯულს სათანადოდ აღასრულებ, იგი ქრისტემდე მიგიყვანს. ვინაიდან რჯულის მიზანი ადამიანის გამართლებაა, მას კი ეს არ შეუძლია, ამიტომ რჯული მიგვიძღვის მასთან, ვისაც შეუძლია ჩვენი გამართლება.

    კიდევ სხვაგვარადაც შეიძლება რჯულის სათანადოდ შესრულება, კერძოდ, როდესაც მას კეთილი განწყობიდან გამომდინარე იცავ. რას ნიშნავს “კეთილი განწყობიდან”? ისევე, როგორც ამბობენ, რომ ცხენი სათანადოდ იყენებს ლაგამს, როდესაც არ ხტის და არ კბენს. Უბრალოდ ატარებს მას, როგორც სამკაულს, ასევე რჯულსაც სათანადოდ აღასრულებს ის, ვინც ზნეობრივად ცხოვრობს არა რჯულის ასოსმიერი აუცილებლობის გამო.

    მაშ, ვინ აღასრულებს რჯულს სათანადოდ? ის, ვინც იცის, რომ მასში არ სჭირდება. ვინც ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას მიაღწია, რომ რჯულს ასრულებს არა მის წინაშე შიშის გამო, არამედ მხოლოდ სათნოების სიყვარულით, ის სწორად და უცთომელად ასრულებს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვინმე რჯულს ისე ასრულებს, როგორც ადამიანი, რომელსაც მისი არ ეშინია, არამედ უფრო გულისწყრომით უყურებს მასში მოცემულ სასჯელებს.

    ამასთან, მართალს პავლე აქ იმას უწოდებს, ვინც უკვე სრულყოფილია სათნოებაში. მაშასადამე, ის კარგად ასრულებს რჯულს, ვისაც მისი ხელმძღვანელობა არ სჭირდება. მსგავსად იმისა, რომ ანბანის პირველდაწყებით ცოდნას ბავშვებს ასწავლიან, ხოლო ვინც ამ ცოდნას არა ანბანიდან, არამედ სხვა წყაროებიდან იღებს, იგი უფრო მეტ გამოცდილებას იძენს სწავლაში და გაცილებით უკეთ იყენებს ცოდნას. Ისიც, ვინც რჯულზე მაღლა დგას, მას რჯული აღარ ხელმძღვანელობს, რადგან ვინც მას არა შიშის გამო, არამედ სათნოების სიყვარულით ასრულებს, იგი გაცილებით სრულყოფილია. მაშასადამე, რჯულს სხვადასხვანაირად ასრულებს ის, ვისაც სასჯელის ეშინია და ის, ვინც პატივს ეძებს; ასევე სხვადასხვანაირად ასრულებს მას ის, ვინც რჯულის ქვეშ იმყოფება და ის, ვინც რჯულზე მაღლა დგას.

    რჯულის სათანადოდ შესრულება ნიშნავს იცხოვრო იმაზე უკეთ, ვიდრე რჯული გიკარნახებს, რადგან ის კარგად ასრულებს და იცავს რჯულს, ვინც იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე რჯული ბრძანებს, ვისაც მისი ხელმძღვანელობა არ სჭირდება. რჯული უმეტესწილად ბოროტებას კრძალავს, მაგრამ არა ამით, არამედ კეთილი საქმეებით ხდება ადამიანი მართალი. ამიტომ ისინი, ვინც ბოროტი საქმეებისგან თავს იკავებენ, როგორც მონები, ჯერ კიდევ არ ასრულებენ რჯულის მიზანს; მაშასადამე, რჯული დანაშაულის დასასჯელად არის დადგენილი. ამგვარად, ისინიც ასრულებენ რჯულს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სასჯელის ეშინიათ.

    “გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლებისა? აკეთე სიკეთე” (რომ. 13:3). ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ რჯული სასჯელს მხოლოდ დამნაშავეებს უქადის; ამასთან, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს რჯულმა მას, ვინც გვირგვინის ღირს საქმეებს აკეთებს? ასევე, ექიმიც ავადმყოფს სჭირდება და არა ჯანმრთელს, მას, ვინც კარგ მდგომარეობაშია.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  11. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ტიმოთეს მიმართ ა 1:8 კონტექსტში

1:6რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.

1:7რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.

1:8ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.

1:9რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,

1:10მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას,

პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 1:8

განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 1

სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში