
ტიმოთეს მიმართ ა 2:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.
ტიმოთეს მიმართ ა 2:12 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(1 ტიმ. 2:12). ეს ხომ მაშინ, როდესაც ქმარიც ღვთისმოსავია, იმავე სარწმუნოებისაა და იმავე სიბრძნეში მონაწილეობს. მაგრამ როდესაც ქმარი ურწმუნოა და გზასაცდენილი, მაშინ მოციქული არ ართმევს ცოლს სწავლების უფლებას. ამიტომაც ეუბნება კორინთელებს: “ხოლო დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ნუ მიატოვებს მას... ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა შენი ქმარი?”
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 25 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 2:12
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(1 კორ. 7:13, 16). როგორ შეუძლია მორწმუნე ცოლს ურწმუნო ქმრის ხსნა? მხოლოდ მისი მოქცევით, დარიგებითა და ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე მიყვანით.”
მთელი განმარტება
როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან სიტყვები, რომელსაც მოციქული ტიმოთეს მიმართ ეუბნება: “დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ იყოს მდუმარებაში”? (1 ტიმ. 2:12). ეს ხომ მაშინ, როდესაც ქმარიც ღვთისმოსავია, იმავე სარწმუნოებისაა და იმავე სიბრძნეში მონაწილეობს. მაგრამ როდესაც ქმარი ურწმუნოა და გზასაცდენილი, მაშინ მოციქული არ ართმევს ცოლს სწავლების უფლებას. ამიტომაც ეუბნება კორინთელებს: “ხოლო დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ნუ მიატოვებს მას... ვინაიდან, რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა შენი ქმარი?” (1 კორ. 7:13, 16). როგორ შეუძლია მორწმუნე ცოლს ურწმუნო ქმრის ხსნა? მხოლოდ მისი მოქცევით, დარიგებითა და ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე მიყვანით.
ხოლო როდესაც პავლე ამბობს: “დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას”, გულისხმობს ამბიონიდან სწავლებას, საზოგადო კრებაში საუბარს, რაც მღვდლებისთვის არის დამახასიათებელი. კერძო საუბრებსა და რჩევებს კი არ კრძალავს, რადგან, ეს რომ აკრძალული ყოფილიყო, არ შეაქებდა პრისკილას იმისთვის, რასაც ის აკეთებდა.
ღვთაებრივმა კანონმა ქალები ამ მსახურებიდან განარიდა, მაგრამ ისინი ცდილობენ მასში შეჭრას. რამდენადაც თავისთავად არ აქვთ ძალაუფლება, ყველაფერს სხვების მეშვეობით აკეთებენ და ისეთ ძალას ითვისებენ, რომ თვითონ ირჩევენ და უარყოფენ მღვდლებს საკუთარი ნებით. ანდაზა “თავდაყირა” აქ საქმეში ხორციელდება. უფროსებს ემორჩილებიან ქვეშევრდომები და, თუნდაც კაცები იყვნენ, ისინი, ვისაც სწავლებაც კი არ აქვთ ნებადართული. რას ვამბობ სწავლებაზე? ნეტარმა პავლემ მათ ეკლესიაში ლაპარაკიც კი აუკრძალა (1 კორ. 14:34). მსმენია ერთისაგან, რომ ისინი იმდენად თავხედობენ, რომ ეკლესიის წინამძღვრებსაც კი საყვედურობენ და მათ ისე ეპყრობიან, როგორც ბატონები თავიანთ მსახურებს.
რა კავშირია ამ სიტყვებს შორის? უაღრესად მჭიდრო. მოციქული საუბრობდა მდუმარებაზე, ზომიერებაზე, სირცხვილის გრძნობაზე და თქვა: არ მინდა, რომ ისინი ლაპარაკობდნენ. ამრიგად, სურს რა მათ ყოველგვარი საუბრის საბაბი წაართვას, ამბობს: ნუ ასწავლიან, არამედ ისე მოიქცნენ, როგორც მოსწავლეებს შეეფერებათ, რადგან ამგვარად, დუმილით, ისინი მორჩილებასაც გამოავლენენ. საერთოდ, მათი მოდგმა ბევრისმეტყველია, ამიტომ მოციქული ყველა ზომით ცდილობს მათ შეკავებას.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the First Epistle to Timothy by St. Paul the Apostle
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to Timothy of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

ტიმოთეს მიმართ ა 2:12 კონტექსტში
2:10არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.
2:11ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.
2:12მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.
პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 2:12
განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 2
სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში