გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 14:34: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 14:34

ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

კორინთელთა მიმართ ა 14:34 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 9 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 14:34

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “გამოააშკარავა რა უწესრიგობა, რომელიც ენებისა და წინასწარმეტყველებებისგან მომდინარეობდა და დააწესა კანონი, რათა არ ყოფილიყო არეულობა, რათა ენებზე მოლაპარაკენი ცალ-ცალკე ლაპარაკობდნენ. Წინასწარმეტყველთაგან ერთი დუმდა, როდესაც მეორე დაიწყებდა, წმიდა პავლე მოციქული გადადის უწესრიგობაზე, რომელიც დედაკაცებისგან წარმოიშვებოდა, აკავებს მათ უადგილო თავხედობას, და ეს დროულია. თუკი ნიჭის მქონეთ არ ეძლევათ უფლება ილაპარაკონ უწესრიგოდ და როცა მოესურვებათ, თუმცა მათ სული წარმართავს, მით უფრო არ შეიძლება დედაკაცებმა იცარიელონ ამაოდ და უსარგებლოდ. ამიტომაც იგი დიდი ძალით აკავებს მათ ცარიელი ლაპარაკისგან, თან კანონს მოიხმობს და ამგვარად პირს უკეტავს მათ.”

    მთელი განმარტება

    გამოააშკარავა რა უწესრიგობა, რომელიც ენებისა და წინასწარმეტყველებებისგან მომდინარეობდა და დააწესა კანონი, რათა არ ყოფილიყო არეულობა, რათა ენებზე მოლაპარაკენი ცალ-ცალკე ლაპარაკობდნენ. Წინასწარმეტყველთაგან ერთი დუმდა, როდესაც მეორე დაიწყებდა, წმიდა პავლე მოციქული გადადის უწესრიგობაზე, რომელიც დედაკაცებისგან წარმოიშვებოდა, აკავებს მათ უადგილო თავხედობას, და ეს დროულია. თუკი ნიჭის მქონეთ არ ეძლევათ უფლება ილაპარაკონ უწესრიგოდ და როცა მოესურვებათ, თუმცა მათ სული წარმართავს, მით უფრო არ შეიძლება დედაკაცებმა იცარიელონ ამაოდ და უსარგებლოდ. ამიტომაც იგი დიდი ძალით აკავებს მათ ცარიელი ლაპარაკისგან, თან კანონს მოიხმობს და ამგვარად პირს უკეტავს მათ.

    აქ იგი არა მხოლოდ არწმუნებს და ურჩევს, არამედ ბრძანებს ძალით და ამის შესახებ ძველ კანონს მოიხმობს. კერძოდ, თქვა რა: “დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნენ, რამეთუ არა უფლებრივ არს მათა სიტყუად, არამედ იყვნენ დამორჩილებულ, ვითარცა სჯული იტყჳს” (1 კორ. 14:34). სად ამბობს ამას კანონი? “და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მისწრაფება შენი, და მან გიმბრძანოს შენ” (დაბ. 3:16). ხედავ კი პავლეს სიბრძნეს, თუ როგორ მოიყვანა ასეთი მოწმობა, რომელიც მათ არა მხოლოდ დუმილს უბრძანებს, არამედ დუმილს შიშით და თანაც ისეთი შიშით, როგორითაც მონას შეჰფერის დუმილი? ამიტომაც თვითონ, სიტყვების შემდეგ: “არა უფლებრივ არს მათა სიტყუად”, არ თქვა: დუმდნენ, არამედ გამოიყენა დუმილზე უფრო მძაფრი გამოთქმა, “არამედ იყვნენ დამორჩილებულ”. თუკი ისინი ასეთნი უნდა იყვნენ ქმრების მიმართ, მით უფრო მასწავლებლებისა და მამებისა და ეკლესიის საერთო კრების მიმართ. მაგრამ, იტყვი, თუ მათ არ შეუძლიათ არც ლაპარაკი და არც კითხვა, მაშ რისთვის უნდა იყვნენ დასასწრებად? იმისთვის, რომ ისმინონ, რაც საჭიროა, ხოლო საეჭვოზე სახლში ქმრებთან იკითხონ. ამიტომაც აგრძელებს იგი: “უკუეთუ რაიმე უნდა სწავლაჲ, სახლსა თჳსსა ქმართა თჳსთა ჰკითხევდინ” (1 კორ. 14:35).

  2. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  3. დიდიმე ბრმა4 საუკუნე
  4. ტრულოს კრება 691-6927 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკოდიმე (მილაში)19 საუკუნე
  9. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  10. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 14:34 კონტექსტში

14:32წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.

14:33რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.

14:34ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

14:35ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

14:36განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 14:34

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 14

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში