გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ტიმოთეს მიმართ ა 4:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

14 interpreters აპლიკაციაში

ტიმოთეს მიმართ ა 4:5

ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.

ტიმოთეს მიმართ ა 4:5 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 4:5

14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “მაშ, თუკი ყველაფერი კეთილია, რას ნიშნავს სიტყვები: ‘განიწმინდება სიტყვითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა’? ხომ ცხადია, რომ უწმინდური განიწმინდება. მაგრამ ნუ ვიფიქრებთ ამ სიტყვებზე ასე. აქ მოციქული მათ წინააღმდეგ მეტყველებს, რომელთაც ზოგიერთი სახის საკვები რაღაც საძაგლად მიაჩნდათ. ამიტომაც გამოთქვამს ორ უმთავრეს აზრს: პირველს, არ არსებობს არც ერთი ქმნილება, რომელიც საძაგელი იქნებოდა; და მეორეს, რომ რაიმე საძაგელიც რომ იყოს, შენ ამის საწინააღმდეგო წამალი გაქვს: პირჯვარი გადაიწერე, მადლი შესწირე, დიდება მიაგე ღმერთს და ყოველგვარი უწმინდურება გაქრება.”

    მთელი განმარტება

    მაშ, თუკი ყველაფერი კეთილია, რას ნიშნავს სიტყვები: “განიწმინდება სიტყვითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა”? ხომ ცხადია, რომ უწმინდური განიწმინდება. მაგრამ ნუ ვიფიქრებთ ამ სიტყვებზე ასე. აქ მოციქული მათ წინააღმდეგ მეტყველებს, რომელთაც ზოგიერთი სახის საკვები რაღაც საძაგლად მიაჩნდათ. ამიტომაც გამოთქვამს ორ უმთავრეს აზრს: პირველს, არ არსებობს არც ერთი ქმნილება, რომელიც საძაგელი იქნებოდა; და მეორეს, რომ რაიმე საძაგელიც რომ იყოს, შენ ამის საწინააღმდეგო წამალი გაქვს: პირჯვარი გადაიწერე, მადლი შესწირე, დიდება მიაგე ღმერთს და ყოველგვარი უწმინდურება გაქრება.

    ნუთუ კერპთშენაწირიც შეიძლება ასე განიწმინდოს, იტყვი შენ? დიახ, როდესაც არ იცი, რომ ეს კერპთშენაწირია; ხოლო თუ იცი და მიუხედავად ამისა, გასინჯავ, მაშინ გახდები უწმინდური, არა იმიტომ, რომ ეს კერპთშენაწირია, არამედ იმიტომ, რომ მიიღე რა მცნება, არ ეზიარო ეშმაკთ, ამით მათთან შეხვედი ზიარებაში. მაშასადამე, იგი ბუნებით არ არის უწმინდური, არამედ ასეთი ხდება შენი ნებისყოფისა და ურჩობის გამო.

    რა? ღორის ხორციც აღარ არის უწმინდური? არამც და არამც, როდესაც მას მადლიერებითა და პირჯვრის გადაწერით მიირთმევ; ასევე, არც არაფერი სხვა არ არის უწმინდური. უწმინდურია ნებისყოფა, რომელიც მადლს არ სწირავს ღმერთს.

  2. ბასილი დიდი4 საუკუნე
  3. გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე
  4. ეფრემ ასური4 საუკუნე
  5. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. ლეო დიდი5 საუკუნე
  8. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  9. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  12. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  13. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  14. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 14

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ტიმოთეს მიმართ ა 4:5 კონტექსტში

4:3რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.

4:4რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით,

4:5ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.

4:6ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.

4:7ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.

პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 4:5

განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 4

სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში