გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ტიმოთეს მიმართ ა 4:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

16 interpreters აპლიკაციაში

ტიმოთეს მიმართ ა 4:8

ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

ტიმოთეს მიმართ ა 4:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 4:8

16 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ზოგი ფიქრობს, რომ ეს მარხვაზეა ნათქვამი. მაგრამ ამას ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან მარხვა სხეულებრივი კი არა, სულიერი სავარჯიშოა. სხეულებრივი ვარჯიში სხეულს უნდა კვებავდეს, ხოლო თუ ის სხეულს აუძლურებს, ათხელებს და ახმობს, ესე იგი, სხეულებრივი არ არის. მაშასადამე, აქ სხეულებრივ ვარჯიშზე არ არის საუბარი.”

    მთელი განმარტება

    ზოგი ფიქრობს, რომ ეს მარხვაზეა ნათქვამი. მაგრამ ამას ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან მარხვა სხეულებრივი კი არა, სულიერი სავარჯიშოა. სხეულებრივი ვარჯიში სხეულს უნდა კვებავდეს, ხოლო თუ ის სხეულს აუძლურებს, ათხელებს და ახმობს, ესე იგი, სხეულებრივი არ არის. მაშასადამე, აქ სხეულებრივ ვარჯიშზე არ არის საუბარი.

    სულიერი ვარჯიშია საჭირო. პირველი სახის ვარჯიში დიდ სარგებელს არ მოგვიტანს, მხოლოდ მცირედით თუ გამოადგება სხეულს, ხოლო ღვთისმოსაობაში ვარჯიში ნაყოფს მომავალ ცხოვრებაშიც გამოიღებს, როგორც აქ, ისე იქ მოგვანიჭებს ნუგეშს. ჭეშმარიტი სიტყვაა, რომ როგორც აქ, ისე იქ.

    ყურადღება მიაქციე, პავლე მოციქული ყველგან ამ გამოთქმას იყენებს, განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, პირდაპირ გამოხატავს სათქმელს, რადგან ტიმოთეს მიმართავს. ჩვენც კეთილი იმედით აღვივსებით. ის, ვინც საკუთარ თავში ვერანაირ დანაშაულს ვერ ხედავს და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს, აწმყო ცხოვრებაშიც ხარობს. ბოროტი ადამიანი კი არა მხოლოდ იქ, არამედ აქაც ისჯება, მუდმივ შიშში ცხოვრობს, ვერავის უყურებს თამამად, კანკალებს, ფითრდება, იტანჯება. განა ასეთები არ არიან ვერცხლისმოყვარენი და ქურდები, რომელნიც არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რასაც ფლობენ? განა მემრუშენი და კაცისმკვლელნი ყველაზე მძიმე ცხოვრებით არ ცხოვრობენ, უნდობლად რომ შესცქერიან მზესაც კი? შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს? არა, ეს უფრო მძიმე სიკვდილია.

    მაგრამ რატომ ახსენებს პავლე მოციქული აქ სხეულებრივ ვარჯიშს? იმისთვის, რომ შედარებით გვიჩვენოს სულიერი ღვაწლის უპირატესობა, ვინაიდან პირველი, დიდ შრომასთან ერთად, არც სარგებელს მოგვიტანს და არც ისეთ რამეს, რაზეც ღირს საუბარი, ხოლო უკანასკნელი, ურყევ და უხვ სარგებელს.

    მსგავსად ამისა, ქალებსაც უბრძანებს: “რათა იმკობდნენ თავიანთ თავს მორცხვი სამოსით, სირცხვილითა და კდემამოსილებით, არა თმის ნაწნავებით, ოქროთი, მარგალიტებით, ან ძვირფასი სამოსით. Კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით ქალებს, რომელთაც ღვთისმოსაობა სწამთ” (1 ტიმ. 2:9-10).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. ესიქიოსი იერუსალიმელი5 საუკუნე
  7. იოანე კასიანე5 საუკუნე
  8. მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე
  9. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  10. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  11. პეტრე კიეველი17 საუკუნე
  12. პლატონი (ლევშინი)18 საუკუნე
  13. ევსები (ორლინსკი)19 საუკუნე
  14. იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე
  15. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  16. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 16

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 16 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ტიმოთეს მიმართ ა 4:8 კონტექსტში

4:6ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი.

4:7ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.

4:8ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

4:9სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.

4:10ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.

პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 4:8

განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 4

სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში