
ფსალმუნი 37:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
ფსალმუნი 37:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:4 კონტექსტში
37:2რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
37:3მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
37:4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
37:5მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
37:6და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:4
- იოანე 15:7თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
- ფსალმუნები 145:19მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.
- ესაია 58:14მაშინ ინეტარებ უფალში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა.
- იოანე 15:16თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:15და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
- ფსალმუნები 21:1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
- ფსალმუნები 21:2შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში