
ტიმოთეს მიმართ ა 6:10: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
ტიმოთეს მიმართ ა 6:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ტიმოთეს მიმართ ა 6:10
15 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “წმიდა იოანე ოქროპირი ამ ორ მავნე შედეგზე საუბრობს, მაგრამ იმას, რაც მათთვის უფრო მძიმე ჩანდა, ბოლო ადგილზე აყენებს, ‘მრავალ მწუხარებას’. ამის შეცნობა მხოლოდ მდიდრებთან ახლოს ცხოვრებითაა შესაძლებელი, თუ რამდენს ტირიან და რამდენს მოთქვამენ ისინი.”
მთელი განმარტება
წმიდა იოანე ოქროპირი ამ ორ მავნე შედეგზე საუბრობს, მაგრამ იმას, რაც მათთვის უფრო მძიმე ჩანდა, ბოლო ადგილზე აყენებს, “მრავალ მწუხარებას”. ამის შეცნობა მხოლოდ მდიდრებთან ახლოს ცხოვრებითაა შესაძლებელი, თუ რამდენს ტირიან და რამდენს მოთქვამენ ისინი.
კარგად ბრძანა მოციქულმა: “რწმენას გადაუდგნენ”, ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობა, თვალის მომნუსხველი მზერით, ნელ-ნელა ბინდავს ჭეშმარიტ გზას. ისევე, როგორც ადამიანი, რომელიც პირდაპირ მიდის, მაგრამ სხვა რამეზეა გონება გადატანილი, წინ მიიწევს, მაგრამ ვერ ამჩნევს, როგორ სცდება ქალაქს, საითკენაც მიეშურებოდა. ფეხები ხომ უხილავად და უგონოდ მიექანებიან. ვერცხლისმოყვარეობაც ამის მსგავსია.
“და თავიანთ თავს დაატეხეს მრავალი სატანჯველი”. რას გულისხმობს ამ სიტყვებით მოციქული? ვნებები ეკალია. ეკალს საიდანაც არ უნდა შეეხო, ხელი სულ სისხლიანი და დაჭრილი დაგრჩება. ასევე, ვინც ვნებებს დაემონება, იგივე დაემართება, სულს ტკივილს მიაყენებს. მითხარით, რამდენ საზრუნავსა და საწუხარს ატარებენ ისინი, ვინც ვნებებით არიან დაჭრილნი? ამის თქმაც კი შეუძლებელია.
რა ბოროტება არ მომდინარეობს ვერცხლისმოყვარეებისგან? განა აქედან არ იღებს სათავეს ანგარება, ძარცვა, გოდება, მტრობა, ბრძოლა და დავა? ამ ვნებით შეპყრობილნი განა მკვდრებზე, მამებსა და ძმებზე არ აღმართავენ ხელს? განა არ ამხობენ ბუნების კანონებს, ღვთის მცნებებს და საერთოდ ყველაფერს? განა მათ გამო არ არის დაწესებული სამართალი? მაშ, აღმოფხვერი შენში ფულის სიყვარული და შეწყდება ომი, შეწყდება ბრძოლა, შეწყდება მტრობა, შეწყდება შუღლი და დავის სიყვარული.
ვისაც არაფერი აქვს, ყველაფერს ზიზღით უყურებს, თითქოს ყველაფერს ფლობს და დიდი გაბედულება აქვს მთავრების, ხელისუფალთა და თვით მეფის წინაშეც კი, გვირგვინით შემკულისა. ვინც ზიზღით უყურებს სიმდიდრეს, ის უფრო შორს მიდის და ადვილად შეიძულებს სიკვდილსაც. ამაზე მაღლა მდგომი კი გაბედულად ილაპარაკებს ყველასთან, არავის შეეშინდება და არ შეძრწუნდება. სიმდიდრით დაკავებული კი არა მარტო სიმდიდრის მონაა, არამედ ამაო დიდების, პატივისა და საერთოდ ყოველივე ამქვეყნიურის. ამიტომაც უწოდა პავლემ ვერცხლისმოყვარეობას ყველა ბოროტების ფესვი.
პავლე ბევრ ადგილას გამოთქვამს იმ აზრს, რომ გარყვნილება ბოროტ აზრებს წარმოშობს. მაგალითად, როდესაც ამბობს: “ვერცხლისმოყვარეობა არის ყველა ბოროტების ფესვი, რომელსაც ზოგიერთები გადაეცნენ, რწმენას გადაუდგნენ და თავიანთ თავს დაატეხეს მრავალი სატანჯველი”. ბევრი, ვინც აცნობიერებს თავის მანკიერებებს და არ სურს სასჯელის მიღება, შიშის გამო წყვეტს რწმენას აღდგომის მიმართ. პირიქით, ვინც ბევრ სიკეთეს აკეთებს, სურს ყოველდღე ჭვრეტდეს მას.
გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე იოანე კლიმაკოსი7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 15
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 15 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the First Epistle to Timothy by St. Paul the Apostle
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to Timothy of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

ტიმოთეს მიმართ ა 6:10 კონტექსტში
6:8თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
6:9ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
6:10რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
6:11შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;
6:12იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.
პარალელური ადგილები: ტიმოთეს მიმართ ა 6:10
- იგავესნი 1:19ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:9ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
- ფსალმუნები 32:10მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
- ტიტეს მიმართ 1:11რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით.
- იგავესნი 1:31იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
- ესაია 56:11ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.
- მიქა 3:11მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენ შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.
- მათეს სახარება 23:13ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
განაგრძე კითხვა: ტიმოთეს მიმართ ა 6
სრულად წაიკითხე: ტიმოთეს მიმართ ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში