
ფსალმუნი 32:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
ფსალმუნი 32:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 32:10 კონტექსტში
32:8გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
32:9ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
32:10მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
32:11იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 32:10
- იგავესნი 16:20საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
- იგავესნი 13:21ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
- ესაია 12:3სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
- ფსალმუნები 147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
- რომაელთა მიმართ 2:8ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას.
- რომაელთა მიმართ 2:9ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას.
- ფსალმუნები 146:5ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 32
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში