
ნეშტთა შორისა ბ 1:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
ნეშტთა შორისა ბ 1:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 1:15 კონტექსტში
1:13გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე.
1:14თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს. ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
1:15ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
1:16სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ კევედან საფასურით.
1:17ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 1:15
- ნეშტთა შორისა ბ 9:27ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა მეფემ იერუსალიმში, ხალო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
- ამოსი 7:14მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი;
- იობი 22:24მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;
- იობი 22:25ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.
- ესაია 9:10აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო.
- ესაია 60:17სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად - სიმართლეს.
- ნეშტთა შორისა ბ 1:12გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენ შემდეგ ეღირსება ვინმეს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 1
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში