გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 10:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 10:11

ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!

ნეშტთა შორისა ბ 10:11 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 10:11 კონტექსტში

10:9უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დადებული უღელი?

10:10ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან როშ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და შენ კი უნდა შეგვიმსუბუქო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.

10:11ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კი უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!

10:12მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდითო ჩემთან.

10:13მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა მეფე რობოამმა უხუცესთა რჩევას.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 10:11

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 10

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში