
ნეშტთა შორისა ბ 12:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად აბია, მისი ძე გამეფდა.
ნეშტთა შორისა ბ 12:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 12:16 კონტექსტში
12:14ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
12:15რობოამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
12:16განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად აბია, მისი ძე გამეფდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 12:16
- ნეშტთა შორისა ბ 11:20ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
- მათეს სახარება 1:7სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
- ნეშტთა შორისა ა 3:10სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი,
- ნეშტთა შორისა ბ 13:1იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში