
ნეშტთა შორისა ბ 12:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
ნეშტთა შორისა ბ 12:14 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 12:14 კონტექსტში
12:12რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო.
12:13გამტკიცდა მეფე რობოამი იერუსალიმში და მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რობოამი, რომ გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისს ერქვა ნაყამა ყამონელი.
12:14ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
12:15რობოამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
12:16განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად აბია, მისი ძე გამეფდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 12:14
- ნეშტთა შორისა ბ 19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
- ესაია 55:7მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
- კორინთელთა მიმართ ა 15:58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
- კორინთელთა მიმართ ა 16:13იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით.
- ფსალმუნები 78:37ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
- ეზექიელი 33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
- ნეშტთა შორისა ბ 30:19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში