
ნეშტთა შორისა ბ 12:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მათან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები.
ნეშტთა შორისა ბ 12:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 12:3 კონტექსტში
12:1როცა გამტკიცდა რობოამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.
12:2რობოამის მეფობის მეხუთე წელს მოუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს, რადგან შესცოდეს უფალს.
12:3ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მათან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები.
12:4აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა.
12:5მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რობოამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 12:3
- ნაუმი 3:9ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.
- ნეშტთა შორისა ბ 16:8განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.
- დანიელი 11:43დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი.
- ნეშტთა შორისა ბ 14:9წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასი ათასიანი ჯარით, სამასი ეტლით და მერეშას მოადგა.
- ესაია 43:3რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენ სანაცვლოდ.
- ნეშტთა შორისა ბ 14:12შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.
- გამოცხადება 9:16და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი.
- მეფეთა ბ 10:18გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 12
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში