
ნაუმი 3:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.
ნაუმი 3:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნაუმი 3:9 კონტექსტში
3:7ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცულია ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?
3:8რითი სჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?
3:9ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.
3:10ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს ყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილს ადებდნენ.
3:11დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფრს დაუწყებ ძებნას.
პარალელური ადგილები: ნაუმი 3:9
- ეზექიელი 27:10სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
- ეზექიელი 30:5ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით,
- შესაქმე 10:6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- იერემია 46:9ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი!
- ნეშტთა შორისა ბ 12:3ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მათან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები.
- ეზექიელი 38:5სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
- ესაია 20:5შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა.
- ნეშტთა შორისა ა 1:8ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
განაგრძე კითხვა: ნაუმი 3
სრულად წაიკითხე: ნაუმი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში