
ნეშტთა შორისა ბ 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთებში რომაა, და თქვა: მისმინეთ, იერობიაამ და მთელო ისრაელო!
ნეშტთა შორისა ბ 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 13:4 კონტექსტში
13:2სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის.
13:3აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა.
13:4დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთებში რომაა, და თქვა: მისმინეთ, იერობიაამ და მთელო ისრაელო!
13:5განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე სამარადჟამოდ?
13:6მაინც აღდგა იერობოამ ნაბატის ძე, სოლომონ დავითის ძის მორჩილი, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 13:4
- იესო ნავეს ძე 18:22ბეთ-ჰაყარაბა, ცემარაიმი და ბეთ-ელი;
- შესაქმე 10:18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.
- ნეშტთა შორისა ბ 15:2გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
- მსაჯულნი 9:7შეატყობინეს იოთამს და ისიც წავიდა, გადმოდგა გარიზიმის მთაზე და ხმამაღლა გადმოსძახა მათ: მისმინეთ, შექემელებო, აგრემც ღმერთი მოგისმენთ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში