
ნეშტთა შორისა ბ 13:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის.
ნეშტთა შორისა ბ 13:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 13:2 კონტექსტში
13:1იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
13:2სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის.
13:3აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა.
13:4დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთებში რომაა, და თქვა: მისმინეთ, იერობიაამ და მთელო ისრაელო!
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 13:2
- ნეშტთა შორისა ბ 11:20ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
- მეფეთა ა 10:26საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო.
- მსაჯულნი 19:16აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.
- მსაჯულნი 19:14განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ.
- იესო ნავეს ძე 18:28ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში