გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 14:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 14:3

მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები.

ნეშტთა შორისა ბ 14:3 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 14:3 კონტექსტში

14:1განისვენა აბიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.

14:2ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა. კეთილად და სწორად იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

14:3მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები.

14:4უბრძანა იუდას გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები.

14:5მოშალა იუდას ყველა ქალაქში გორაკები და მზის სვეტები. მოისვენა სამეფომ მის წინაშე.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 14:3

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 14

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში