
ნეშტთა შორისა ბ 15:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.
ნეშტთა შორისა ბ 15:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 15:1 კონტექსტში
15:1ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.
15:2გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.
15:3დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 15:1
- ნეშტთა შორისა ბ 24:20ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.
- ნეშტთა შორისა ბ 20:14მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იეხაზიელზე, ძეზე ზაქარიასი, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან.
- რიცხვთა 24:2გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.
- მსაჯულნი 3:10უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
- მეფეთა ბ 23:2უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 15
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში