
ნეშტთა შორისა ბ 18:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა აქაბს.
ნეშტთა შორისა ბ 18:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 18:1 კონტექსტში
18:1უხვად ჰქონდა დოვლათი და პატივი იოშაფატს, და დაუმოყვრდა აქაბს.
18:2რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა აქაბთან სამარიაში და უამრავი ცხვარ-ძროხა დაუკლა აქაბმა მას და იმ ხალხს, თან რომ ახლდა. და დაიყოლია გალაადის რამოთში ლაშქრობაზე.
18:3უთხრა აქაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: წამომყვები გალაადის რამოთზე? მიუგო: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? შენთან ვარ ომში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 18:1
- ნეშტთა შორისა ბ 17:5გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.
- ნეშტთა შორისა ბ 21:6ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
- ნეშტთა შორისა ბ 19:2გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს.
- მათეს სახარება 6:33მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
- ნეშტთა შორისა ბ 1:11უთხრა უფალმა სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე,
- ნეშტთა შორისა ბ 1:15ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?
- ნეშტთა შორისა ბ 17:12თანდათან განდიდდა და აღზევდა იოშაფატი. ააშენა მან იუდაში სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 18
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში